logo
ENG



აშშ-ის ციხეებში 3 227 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - 96% უსიმპტომოა

26 აპრ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 
854fi8ci4vu31s2.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ შტატში ჩატარებული კვლევით 3 227 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - მათგან 96% არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. 

როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამი, მასობრივი ტესტირების ფარგლებში არკანზასის, ჩრდიელოთ კაროლინის, ოჰაიოსა და ვირჯინიის შტატებში ჩაატრებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პატიმრების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი ასიმპტომურად მიმდინარეობდა.

„შემთხვევების რაოდენობა, ვვარაუდობთ, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ვიცით. საჭიროა მეტი ტესტირება", - აცხადებს დოქტორი ლინა ვენი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ მილიონს აღწევს.


close დახურვა