logo
ENG



აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი გაეროდან უნდა გაირიცხოს

05 აპრ 202221:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/3ep1cypnospbp3c.jpg

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი გაეროდან უნდა გაირიცხოს. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია ორგანოში, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა. 

"ეს არა მხოლოდ ფარისევლობა, არამედ საშიშიცაა". - განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა

მისი განცხადებით, ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ "ახლანდელი ვითარება მოითხოვს, მსოფლიო ძალებმა და გლობალურმა ლიდერებმა გამოიჩინონ სიმტკიცე და წინ აღუდგნენ რუსეთის საშიშ და არაპროვოცირებულ საფრთხეს უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ"

ტომას-გრინფილდი რამდენიმე დღის წინ მოლდოვასა და რუმინეთში იმყოფებოდა, სადაც, როგორც თავად თქვა, "თავისივე თვალებით ნახა ლტოლვილების კრიზის, რომელიც რუსეთის არაკეთილსინდისიერმა ომმა გამოიწვია". 

"ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი ფოტოები. ქუჩაში დაყრილი უსიცოცხლო სხეულები, ხელშეკრული დახვრეტილი ადამიანები. 

აშშ ამას აფასებს, როგორც რუსული ძალების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ. 

და ბუჩის ფოტოების ნახვამდეც პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობდა ბავშვების გატაცებების შესახებ. ასევე, გატაცებულები არიან მერები, ექიმები, რელიგიური ლიდერები, ჟურნალისტები და ყველა ის, ვინც ბედავს, რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს"

ლინდა ტომას-გრინფილდმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან ადამიანები ევაკუირების მიზნით მოტყუებით რუსეთში გადაყავთ

"არ მჭირდება იმის დამარცვლა, თუ რას გვაგონებს ეს "ფილტრაციის ბანაკები". ჩვენ არ შეგვიძლია, ამას თვალი ავარიდოთ. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ვხედავთ, როგორ არ სცემს პატივს რუსეთი ადამიანის უფლებებს. 

რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში აზიანებს მის სანდოობას და ძირს უთხრის მთელს გაეროს. და ეს უბრალოდ არასწორია". - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა. 


close დახურვა