ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა დამატებით 100 მილიონი დოლარის უსაფრთხოების პაკეტი.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კუთხით ამ დახმარების ფარგლებში უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა შეიარაღებას მიაწვდიან, რასაც ისინი უკვე წარმატებით იყენებენ ბრძოლის ველზე.
„ეს იარაღი და აღჭურვილობა უკრაინის თავისუფლების ფრონტის ხაზზე წავა და ხელახლა შეახსენებს მათ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, მაშინ როცა ისინი საკუთარ ქვეყანას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან იცავენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ეს დახმარების მეათე პაკეტია, რაც აშშ-მ უკრაინის თავდაცვისთვის გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა რომ პრიორიტეტულია უკრაინისთვის დახმარების სწრაფად მიწოდება, რათა ამ პროცესმა კვირების ნაცვლად დღეები წაიღოს.
დრეს აშშ-ის სენატმა საბოლოოდ ორპარტიული უმრავლესობით მიიღო უკრაინისთვის 40 მილიარდის დახმარების პაკეტი.