logo
ENG



აშშ-მ პუტინის შვილებსა და ლავროვის ოჯახს სანქციები დაუწესა

06 აპრ 202218:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/fmu50wzlr20lo01.jpg

აშშ-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს. არის ეჭვი, რომ პუტინი თავის აქტივებს სწორედ თავის ქალიშვილებთან - მარია პუტინასთან და კატერინა ტიხონოვასთან მალავს.

რომელი აქტივების გადამალვაზეა საუბარი მაღალჩინოსნებმა არ თქვეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რუსულ ელიტაში ეს გავრცელებული პრაქტიკაა.

"ჩვენ გვაქვს საფუძველი გვჯეროდეს, რომ პუტინი, მისი ბევრი მეგობარი და ოლიგარქი მალავენ თავიანთ ქონებას, აქტივებს ოჯახის წევრებთან, რომლებმაც თავიანთი აქტივები და სიმდიდრე აშშ-ს საფინანსო სისტემაში ჩადეს", - თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი, ამასთან, უსაფრთხოების საბჭოს წევრები - კერძოდ თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი და პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი.

ვაშინგტონი სანქციებს ატარებს სბერბანკისა და ალფა-ბანკის წინააღმდეგ, გარდა იმ ოპერაციებისა, რომელიც ენერგეტიკას ეხება. 


close დახურვა