შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ კოვიდ 19-თან ეფექტიანი ბრძოლისთვის 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობა 2150 ფარს, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხეს, 12 260 რესპირატორს, 576 თერმომეტრსა და 12 260 ერთჯერად სამოსს მოიცავს.
აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებზე გადანაწილდება.