logo
ENG



აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა

17 დეკ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა

საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. მიზეზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებია.

შავ სიაში სულ 37 ორგანიზაცია მოხვდა, რომლები თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში არიან დაფუძნებულები. სანქცირებულ ქართულ კომპანიებს შორის არიან:

  • Gensis Engineering;
  • ROVSolutions;
  • SAEROS Safety ERO Company.

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს კომპანიები წარმოადგენენ ქსელის ნაწილს, რომელიც შეერთებული შტატების საექსპორტო კონტროლს წესების დარღვევით, ირანის თავდაცვის მრეწველობისთვის, ამერიკული წარმოების ტექნიკის მიწოდებისთვის გამოიყენება.


close დახურვა