შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 11 წავიდა. საუბარია ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-23 წლებში მილიონნახევარი სომეხის მკვლელობაზე.
წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონმდებლობას, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელებული თავდასხმის გამო პრეზიდენტ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ოსმალურ ძალებთან შეტაკებას უამრავი სომეხის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ირწმუნება, რომ ეს გენოციდი არ ყოფილა.