logo
ENG



აშშ-მ ქაბულში ტერაქტის ორგანიზატორებზე საჰაერო იერიში მიიტანა

28 აგვ 202110:01
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში აცხადებენ, რომ დრონებით საჰაერო იერიში მიიტანეს ISIS-K-ზე, რომელმაც ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი მოაწყო. დაჯგუფების წევრები ნანგარჰარის პროვინციაში იყვნენ.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დანაყოფმა აიღო. აფეთქების შედეგად 170-მდე ადამიანი დაიღუპა მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო იყო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ გაარკვევს, ვინ არიან თავდამსხმელები და მათ პასუხს აგებინებენ.

ISIS-K, იგივე ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ავღანეთში იმყოფება.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სპიკერის, კაპიტან ბულ ურბანის თქმით, პირველადი მონაცემებით, ნანგარჰარის პროვინციაში იერიშის შედეგად, სამიზნე ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.

ტერაქტიდან მეორე დღესვე აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა მოქალაქეების ევაკაცია გააგრძელეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან 109 ათასი ადამიანი გამოიყვანეს.


close დახურვა