აშშ-მა ბოიკოტი გამოუცხადა ცერემონიას, რომელიც ირანის დაღუპული პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ხსოვნას მიეძღვნა. მათი თქმით, რაისი ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებთან არის დაკავშირებული და რომ ამის ნაცვლად მსოფლიო ორგანიზაცია ირანელი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როდესაც ვერტმფრენით აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პროვინციიდან ბრუნდებოდნენ.
გაეროს გენერალური ასამბლეა, რომელიც 193 წევრისგან შედგება, ტრადიციულად იკრიბება, რათა პატივი მიაგოს მსოფლიო ლიდერს, რომელიც გარდაცვალების მომენტში სახელმწიფოს მეთაური იყო. რაისის ხსოვნისადმი მიძღვნილი 50-წუთიანი ცერემონიის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და რეგიონული ჯგუფები სიტყვით გამოვიდნენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ დაესწრება რაისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას", - თქვა ნეიტ ევანსმა, გაეროში აშშ-ის პრესსპიკერმა.
"რაისი ჩართული იყო ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან და საშინელ დარღვევებში, მათ შორის 1988 წელს პოლიტპატიმრების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში. ადამიანის უფლებების ზოგიერთი ყველაზე საშინელი დარღვევები, მისი მმართველობის დროს დაფიქსირდა".
როგორც Reuters განმარტავს, თეირანში ჯერ კიდევ ახალგაზრდა პროკურორად ყოფნის დროს რაისი შედიოდა კომისიაში, რომელიც 1988 ასობით პოლიტპატიმრის სიკვდილით დასჯას აკვირდებოდა, როდესაც ირან-ერაყის რვაწლიანი ომი დასასრულს უახლოვდებოდა.
თავის მოკლე გამოსვლაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა თქვა, რომ რაისი ირანის ლიდერი იყო ქვეყნისთვის, რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის მძიმე პერიოდში..
"გაერო სოლიდარულია ირანელ ხალხის მიმართ განვითარებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ძიებაში“, - თქვა გუტიერეშმა.