logo
ENG



აშშ-მა დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს, რაც აფეთქებაზე მიუთითებს

23 ივნ 202301:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/23/kfv7rvn8zk5np2j.jpg

აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალის ჯონ მოგერის თქმით, ტიტანიკის ნამსხვრევებთან ახლოს წყალქვეშა ნავის Titan-ის 5 მნიშვნელოვანი ნაწილი იპოვეს, რაც შეესაბამება ხომალდის კატასტროფულად აფეთქების ვერსიას.

მანამდე BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკეანის ფსკერზე იპოვეს 18 ივნისს გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები, მათ შორის კუდის ნაწილი და ქვედა ჩარჩო. ეს ინფორმაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ დღის ბოლო ბრიფინგზე დაადასტურა. 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანია OceanGate-მა, რომელსაც ეკუთვნის წყალქვეშა ნავი Titan, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ნავში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

"ჩვენ ახლა მიგვაჩნია, რომ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი სტოქტონ რაში, შაჰზადა სავუდი და მისი შვილი სულემან დავუდი, ჰამიშ ჰარდინსი და პოლ-ჰენრი ნარჟოლე, სამწუხაროდ დავკარგეთ" - წერია კომპანიის განცხადებაში.

ადმირალი მოგერის თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, შეძლებს თუ არა აშშ-ის სანაპირო დაცვა Titan-ის წყალქვეშა ნავის 5 მგზავრის ცხედრების პოვნას.

"აშშ-ის სანაპიროს დაცვისა და გაერთიანებული სარდლობის სახელით ოჯახის წევრებს ღრმად ვუსამძიმრებ“ - განაცხადა ადმირალმა მოგერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, როდის მოხდა აფეთქება, თუმცა ძებნის განმავლობაში სანაპიროს დაცვას ხმის აღმომჩენი მოწყობილობები წყალში  ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში ჰქონდა განთავსებული და დროის ამ პერიოდში არ აღმოუჩენიათ კატასტროფის შესაბამისი ხმა.

მოგერის თქმით, როგორც ჩანს, წყლის ფსკერზე მანამდე დაფიქსირებულ ხმაური და წყალქვეშა ნავთან არ იყო დაკავშირებული.

პირველადი ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი ტიტანიკის ნამსხვრევებიდან დაახლოებით 487 მეტრში აფეთქდა. 

სანაპირო დაცვის ოფიციალურ ბრიფინგზე ასევე აღნიშნეს, რომ ახლა ადგილზე 9 ხომალდი რჩება და დამატებითი დეტალების ძებნა გრძელდება. მათი ცნობით, სამედიცინო პერსონალისა და ტექნიკოსების ჯგუფის დემობილიზაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება.

წყალქვეშა აპარატ Titan 18 ივნისს ატლანტის ოკეანეში, ტიტანიკის ნამსხვრევების სიახლოვეს, წყალში ჩაყვინთვიდან 1 საათსა და 45 წუტში გაუჩინარდა.

ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურისტულ აპარატში სამი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფება, ისინი ჩაძირული ლაინერის ტიტანიკის ნარჩენების შესწავლას აპირებდნენ. პოლარ პრინსის კვლევითმა ხომალდმა ბატისკაფის ეკიპაჟთან კონტაქტი კვირას, ჩაყვინთვიდან ერთ საათსა და 45 წუთში დაკარგა. ეს მოხდა ამერიკის სანაპიროდან დაახლოებით 1450 კმ-ში და კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 700 კმ-ში, საიდანაც დაიწყო ექსპედიცია. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა აპარატზე ჟანგბადი სავარაუდოდ ხუთშაბათამდე ეყოფათ.

ბორტზე იმყოფებოდნენ 59 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მოგზაური ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელ-ბრიტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი შვილი სულემანი. ამასთან, ბორტზე იმყოფებიან OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში და ყოფილი ფრანგი სამხედრო მყვინთავი და ტიტანიკის მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე, რომელიც მართავდა აპარატს.


close დახურვა