logo
ENG



აშშ-მა ირანს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა

12 ოქტ 202412:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/12/jcrz1viithfij0j.jpg

Al Jazeera აშშ-ის ფინანსთა უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

გარცელებული ინფორმაციით, სანქციები, ძირითადად, სანავთობო სექტორს შეეხება. 

"ახალი სანქციების მიზანი ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შეზღუდვაა, რათა მოგება ვერ ნახოს ნავთობის გაყიდვით. ირანი მოგებულ თანხებს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად იყენებს", - წერია უწყების განცხადებაში.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ მთავრობა შემდგომ ზომებს უყოყმანოდ მიიღებს, რათა ირანს პასუხი აგებინონ.


close დახურვა