ამერიკის შეერთებულმა შტატების სასამართლომ ხელი მოაწერა ორდერს, რომელიც რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კუთვნილი ამერიკული წარმოების თვითმფრინავების ჩამორთმევის ნებართვას იძლევა.
ნიუ-იორკის სასამართლოში აცხადებენ, რომ ორივე თვითმფრინავი მარტში, რუსეთში გაფრინდა, რაც აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. სანქციებიდან გამომდინარე, ფრენისთვის შესაბამისი ლიცენზიაა საჭირო.
აბრამოვიჩის ორივე თვითმფრინავის ღირებულება 400 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.