logo
ENG



აშშ-მა უკრაინა $3 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო

07 იან 202312:35
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

682 მილიონ დოლარს გაუგზავნიან NATO-ს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ჯარებისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შესავსებად.

პენტაგონის განცხადებით, უშუალოდ უკრაინას გადასცემენ 50 საბრძოლო მანქანა "ბრედლის", 500 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 250 ათას საბრძოლო მასალას, MRAP-ის 55 ჯავშანმანქანას, M113-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს, "მიწა-ჰაერის" კლასის Sea Sparrow-ის საზენიტო რაკეტებს, ჰამერის 138 ტაქტიკურ ჯიპს, რაკეტებს ჰიმარსისთვის, ასევე, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერულ შაშხანებს და სხვა იარაღს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარების ახალი პაკეტისთვის აშშ-ის მადლობა გადაუხადა.

ბლინკენის განცხადებით, ამ ეტაპისთვის უკრაინისთვისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების სამხედრო დახმარების მოცულობამ 24,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.


close დახურვა