უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-მა უკრაინას და რუსეთს ოთხწლიანი ომის დასასრულებლად დრო ივნისამდე მისცა.
ზელენსკის თქმით, თუ ამ ვადაში შეთანხმება არ შეგდება, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ორივე მხარეზე ზეწოლას მოახდენს, რათა შეთანხმება ამ ვადაში შედგეს.
"ამერიკელები სთავაზობენ მხარეებს, რომ ომი ამ ზაფხულის დასაწყისისთვის დასრულდეს და, სავარაუდოდ, ზუსტად ამ გრაფიკის მიხედვით მოახდენენ მხარეებზე ზეწოლას," - განაცხადა ზელენსკიმ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას
მისივე თქმით, აშშ-მა შესთავაზა სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარება მომავალ კვირას პირველად მათ ქვეყანაში, სავარაუდოდ მაიამიში.
"ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა," - თქვა ზელენსკიმ.
