აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ს ოფიციალური განცხადება, რომ მოსკოვმა ომის კანონები დაარღვია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბლინკენმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადეს, რომ ეს მათი პირადი აზრი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ომის დანაშაულებს.
"ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.
ჩვენი შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გულდასმით განხილვას", - თქვა ბლინკენმა.