logo
ENG



აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

26 ივლ 202300:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/p3qgxt5g8e81eoj.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • საბრძოლო მასალას Patriot-ის, NASAMS-ის სისტემებისთვის
  • საბრძოლო მასალას HIMARS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის
  • Stinger საზენიტო სისტემებს
  • ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემებს
  • 32 Stryker ჯავშანტრასპორტიორს
  • 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს
  • 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნ ჭურვებს

აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.


close დახურვა