ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა უკრაინას F-16-ებისთვის რაკეტები გაუგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება.
Reuters-ის ცნობით, აშშ რამდენიმე დღეში კიევისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტზე ისაუბრებს, რაც 375 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც Politico წერს, "ერთობლივი გამოწვევის იარაღი" (JSOW) ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი გახდება. რაკეტის ფუნქციაა 70 მილზე მეტი დაფაროს, რაც F-16-ს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან მიმართებით დისტანციას შეუნარჩუნებს.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, პაკეტი სრულყოფილი არ არის და შეიძლება დეტალები შეიცვალოს.
ივლისში უკრაინას ამერიკული მეოთხე თაობის თვითმფრინავები F-16 გადაეცა, რომელიც რუსეთისგან საჰაერო თავდასხმების შესაჩერებლად გამოიყენეს.