logo
ENG



აშშ-ს დელეგაცია ანკარაში ერდოღანთან მოლაპარაკებებს მართავს

17 ოქტ 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
v2s07h68h5d3dcc.png

ამერიკული დელეგაცია ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებებს მართავს.

გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტთან გამართა.

მაიკ პენსის ვიზიტის მიზანი ცეცხლის შეწყვეტაზე თურქეთის ხელისუფლების დათანხმებაა. მათი პირისპირ შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა, თუმცა დეტალები უცნობია. 

მერვე დღეა გრძელდება თურქეთის შეტევა ქურთთა პოზიციებზე. ინტენსიურად იბომბება ქალაქი რას-ალ- აინი. ქურთმა მებრძოლებმა დაჭრილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით უსაფრთხო დერეფნის შექმნა მოითხოვეს.

 


close დახურვა