აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის უპირატესი ქვეყნის სავაჭრო სტატუსის ჩამორთმევასა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.
სენატმა ერთხმად, 100-0 ხმით მხარი დაუჭირა ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევას რუსეთისთვისა და მისი მოკავშირე ბელარუსისთვის. იმპორტის აკრძალვაც სენატმა ერთხმად მიიღო.
ამის შემდეგ სენატმა კანონპროექტები წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა, რომელმაც, ასევე, მხარი დაუჭირა. ახლა დოკუმენტები პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცა.
თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ პსაკი ამბობს, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს შეზღუდვებს და მათ ხელს მოაწერს. სავაჭრო კანონპროექტი ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტზე ტარიფები გაზარდოს.