logo
ENG



აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს ვუჭერთ სიტყვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას

27 ნოე 201905:38
3 წუთის საკითხავი
 
w3d2n8pa09xhdd6.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და მოუწოდებს მხარეებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი დეესკალაცია:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - ნათქვამია სახელწმფიო დეპარტამენტის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნასთან დაკავშირებით 14 ნოემბერს საქართველოში ამერიკის საეჩომ განცხადება გააკეთა. საელჩომ მაშინ განაცხადა, რომ მწუხარებას გამოთქვამდა ამ კანონის ჩავარდნის გამო და ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.


close დახურვა