logo
ENG



აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების ჩარჩო მიღწეულია

28 ივლ 202509:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/28/bjc9gt52nvdor74.png

აშშ-სა და ევროკავშირს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირება დასრულდა - მხარეებმა შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შოტლანდიაში, ტრამპის ტერნბერის გოლფის კლუბში შედგა.

მხარეები 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ ყველა ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე - ეს ორჯერ ნაკლებია იმ 30%-იან გადასახადზე, რომლის შემოღებითაც ტრამპი აქამდე იმუქრებოდა.

ევროკავშირი, თავის მხრივ, აშშ-ს ექსპორტზე რამდენიმე პროდუქტზე ტარიფებს ნულამდე შეამცირებს. ფონ დერ ლაიენმა შეთანხმება „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ორმხრივ ურთიერთობას.

ტრამპის თქმით, ეს „საუკეთესო გარიგებაა ყველასთვის“ და აშშ-სა და ევროკავშირს „ერთმანეთთან დააახლოვებს“.


close დახურვა