logo
ENG



აშშ-სა და თალიბანს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა

29 თებ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება შეერთებული შტატებსა და თალიბანს შორის - ხელმოწერის ცერემონია კატარის დედაქალაქში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დოჰაში იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. გავრცელებული ცნობით, იმ შემთხვევაში თუ თალიბანის მებრძოლები შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები ქვეყნიდან ძალებს 14 თვეში სრულად გაიყვანენ.

შეთანხმების მიზანი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის დამყარებაა.  

 

 


close დახურვა