logo
ENG



აშშ-ში, მერილენდის შტატში კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი

10 ივნ 202209:08
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში, მერილენდის შტატში მდებარე საწარმოო ქარხანაში, შეიარაღებულმა კაცმა თავის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.  

23 წლის თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. კაცი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალიზებულია თავდამსხმელიც.

გამოძიებას თავდასხმის მოტივი ჯერ არ დაუდგენია, თუმცა ცნობილია, რომ მამაკაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.


close დახურვა