ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრაციაზე დაწესებული აკრძალვა მწვანე ბარათებსაც შეეხება. შეზღუდვა ძალაში 60 დღის ვადით იქნება და განკარგულების გამოცემის შემდეგ ის მხოლოდ მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მსურველებზე გავრცელდება. იქნება გარკვეული გამონაკლისებიც.
განკარგულება სავარაუდოდ დღეს გამოქვეყნება. განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შეზღუდვების ამოქმედების მიზანი ამერიკელი მუშახელის დაცვაა, განიხილება დამატებითი აკრძალვების შემოღებაც. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი „მწვანე ბარათი" თამაშდება, რაც იმიგრანტს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებასა და მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.