შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდით ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში სამკურნალოდ, პრეპარატი რემდესივირი დაამტკიცა.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ცნობით, ვეკლურიმ (რემდესივირმა) კლინიკური გამოკვლევების დროს გამოჯანმრთელების დრო საშუალოდ ხუთი დღით შეამცირა.
ირკვევა, რომ რემდესივირს 12 და უფრო მეტი წლოვანების პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ, რომელთა წონა, სულ მცირე, 40 კილოგრამია.
ამ გადაწყვეტილებას სამი ფართომასშტაბიანი კვლევა უძღოდა წინ, რომლებშიც მსუბუქი და მძიმე კოვიდპაციენტები მონაწილეობდნენ.
შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პრეპარატი რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.