logo
ENG



აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია

06 აპრ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკში, სადაც კვირას ვირუსს 594 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ამ შტატში გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 4,159-ს შეადგენს.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 25 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ს 1 167 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში ათი ათასს მიაღწია.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები თანდათან დაიკლებს, საბოლოოდ კი ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სამედიცინო აღჭურვილობის სრული კომპლექტი აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 336 ათასს აჭარბებს.


close დახურვა