logo
ENG



აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

02 აპრ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. მხოლოდ ნიუ-იორკში პანდემიამ 1 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 900-მდე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ვირუსით დაინფიცირების რიცხვმა 216 000-ს გადააჭარბა.

ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში ნიუ-იორკში რუსეთის საჰაერო ხომალდი დაეშვა, რომელმაც შეერთებულ შტატებში სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა, რომელმაც პირველი პაციენტები მიიღო.


close დახურვა