კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური ტესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას APnews მთავრობასთან მიახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პირი, რომელზეც მოხდება ვაქცინის ტესტირება, პრეპარატს დღეს მიიღებს.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების მტკიცებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასტანს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობას 45 წლის, ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. ტესტის პირველი მიზანი გვერდითი მოვლენების დადგენაა. ამასთან, სპეციალისტები ამბობენ, რომ მოხალისეების ვირუსით დაინფიცირების შანსი არ არსებობს, რადგან თავად ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს.