logo
ENG



აშშ-ში კორონავირუსს 24 ბოლო 24 საათში 912 ადამიანი ემსხვერპლა

01 აპრ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 255

შეერთებულ შტატებში COVID-19-ით  გამოწვეული პნევმონიით 24 საათში დაღუპულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსს 912 ამერიკელი ემსხვერპლა.

ამერიკამ გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო. კოვიდ-19-ს შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში 3,889 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 180-ც ათასზე მეტია.  

ნიუ-იორკში დროებითი ჰოსპიტალი  ჩოგბურთის ცენტრში განთავსდება. ქალაქში უკვე ჩადიან მედიკოსები ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან.  

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე კვირა ქვეყნისთვის ყველაზე რთული იქნება. 


close დახურვა