logo
ENG



აშშ-ში ტორნადოებს მინიმუმ 90 ადამიანი ემსხვერპლა

14 დეკ 202116:37
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ში ტორნადოებს მინიმუმ 90 ადამიანი ემსხვერპლა
bbc.com

გასულ შაბათ-კვირას ამერიკის 6 შტატს ათობით ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. 6-დან 5 შტატში არიან გარდაცვლილები, ჯამში დაახლოებით 90 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს

მინიმუმ 74 ადამიანი დაიღუპა კენტუკის შტატში. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ჩვილი ბავშვები, ასევე მოხუცები.

კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ორშაბათს განაცხადა, რომ მინიმუმ 109 ადამიანს კვლავ ეძებენ. ბეშირის თქმით, მოსალოდნელია რომ შტატს მეტი გარდაცვლილი ეყოლება.

ძებნისა და გადარჩენის სამუშაოები გრძელდება კენტუკის დასავლეთ ნაწილში. შტატში ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი, 26 000-ზე მეტ ოჯახს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

რვა ადამიანი გარდაიცვალა მეიფილდის სანთლის ქარხანაში, რომლის რამდენიმე თანამშრომელიც ახლაც იძებნება.

პარასკევს, ქარიშხლისას 6 ადამიანი დაიღუპა ამაზონის საწყობში, რომელიც ილინოისის შტატში მდებარეობს.


close დახურვა