აშშ-ის საელჩო უკრაინაში აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის საზღვართან 2008 წლის საქართველოს სცენარს იმეორებს, თუმცა, მსოფლიო ახლა აღარ მოტყუვდება.
"რუსეთის შეჭრის გამჭვირვალე, მოძველებული სცენარები სასაცილო იქნებოდა, ასეთი დესტრუქციული და საშიში რომ არ იყოს.
რეალური დამნაშავის შესანიღბად და სხვა მხარის დადანაშაულებისთვის ჩატარებული ოპერაციები, დეზინფორმაცია და ახლა საკუთარი მარიონეტები, რომლებიც დაცვას "ითხოვენ"- ეს საქართველოს სცენარის პირდაპირი გამეორებაა, მსოფლიო აღარ მოტყუვდება".- აცხადებს აშშ-ის საელჩო უკრაინაში.
2/1 False flag operations, disinformation, and now it’s own proxies “requesting” protection. It’s all straight from the Georgia playbook, and the world is no longer fooled by the lies.