logo
ENG



აშშ: უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში საომარი მდგომარეობის გამოცხადება სასოწარკვეთის ტაქტიკაა

20 ოქტ 202208:31
3 წუთის საკითხავი
 
აშშ: უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში საომარი მდგომარეობის გამოცხადება სასოწარკვეთის ტაქტიკაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის 4 ანექსირებულ ტერიტორიაზე "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვედანტ პატელის თქმით, "რაც არ უნდა თქვას და გააკეთოს კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუჰანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა".

"გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ არის საჭირო და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

გუშინ, 19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 "შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. სანამ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდოდნენ, მოქმედებდა საომარი რეჟიმი. ახლა კი ჩვენ გვჭირდება გავაფორმოთ ეს რეჟიმი უკვე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ამ ოთხ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ეს დაუყოვნებლივ გაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს", - თქვა პუტინმა.


close დახურვა