logo
ENG



აშშ $625 მილიონის დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას კიდევ ოთხ HIMARS-ს გაუგზავნის

04 ოქტ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/h8lmulxsyhv4pm2.jpeg

უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტი ოთხ ერთეულ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია $625 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტზე, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.

დახმარების ფარგლებში უკრაინაში, HIMARS-ის ოთხი გამშვები და მასთან დაკავშირებული რაკეტები, დაახლოებით 200 ერთეული MRAP-ის ჯავშანტექნიკა ჰაუბიცების საბრძოლო მასალა და ნაღმები, შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიგზავნოს.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსირების შემდეგ, პირველი დახმარების პაკეტი იქნება.

გასულ კვირას, 29 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა დამატებითი 1,1 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ახალი იარაღის წარმოებასა და მიწოდებაზე. დახმარების პაკეტში შედის, თვრამეტი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა და "ასოცირებული საბრძოლო მასალა".


close დახურვა