logo
ENG



აშშ 2021 წელს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონს გამოყოფს

11 თებ 202008:52
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ფისკალური ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოც მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამხედრო დახმარების სახით 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის დახმარების პრიორიტეტი რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა. ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად დაფინანსება ხელს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს შეუწყობს. დოკუმენტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დასაფინანსებლად სულ 41 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. 


close დახურვა