logo
ENG



აშშ G7-ის სესხის ფარგლებში უკრაინისთვის 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

24 ოქტ 202408:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/24/su8ccfcjri89vse.jpg

ამერიკა დიდი შვიდეულის [G7] სესხის ფარგლებში უკრაინისთვის 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

ჯამურად G7-ის სესხი 50 მილიარდ დოლარს წარმოადგენს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით არის დაკომპლექტებული. ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე, დალიპ სინგხი ავრცელებს.

G7-ის 50-მილიარდიან სესხზე საუბრისას, სინგხმა თქვა, რომ მსგავსი ტიპის დახმარება ჯერ არ მომხდარა.

"კოალიციას მანამდე არასდროს გაუყინია აგრესორი ქვეყნის აქტივები და შემდგომში არასდროს გამოუყენებია ეს აქტივები დაშავებული ქვეყნის მხარდასაჭერად", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

სინგხი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავის წილ სესხს, რომელიც 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე გაყოფს.


close დახურვა