logo
ENG



აშშ ბელარუსში ძალადობრივ ქმედებებს გმობს და სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

13 აგვ 202009:27
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში გამართული არჩევნებით შეშფოთებულია და ქვეყნისთვის ნავთობის გადაზიდვების შეჩერებას და სხვა სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ევროპულ სახელმწიფოებთან აქტიურად მუშაობს, რათა გადაწყვიტოს ბელარუსი ხალხის დასახმარებლად რა ზომები გაატაროს.

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 9 აგვისტოს არჩევნები არადემოკრატიულად შეაფასა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები დაგმო. 


close დახურვა