logo
ENG



აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს

04 აპრ 202216:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/ygj382p8s1vebm5.png

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს. ქვეყანა შესაბამისი განცხადებით გაერო-ს გენერალური ასამბლეისთვის მიმართვას აპირებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, "რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში - ფარსია".

"ეს არასწორია, ამიტომ ვთვლით, რომ დადგა დრო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყაროს ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩემი გზავნილია 140 ქვეყნისადმი, რომლებიც მამაცურად დგანან ერთად. ამას ბუჩას სისასტიკე და უკრაინაში მომხდარი მკვლელობები მოითხოვს", - განნაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

ამასთანავე, როგორც Reuters აღნიშნავს, უმეტესობას, კერძოდ, ხმების ერთ მესამედს ანუ 193 წევრს, შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის მუშაობა საბჭოს კომისიაში ადამიანის უხეში და სისტემური დარღვევის გამო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო არ გამართავს შეხვედრებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, რომელიც "ბუჩაში უკრაინელი რადიკალების პროვოკაციის" განხილვას ითხოვდა.

კრემლში განაცხადეს, რომ ისინი ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს კვლავ გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს ქალაქ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინტრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები.

2 აპრილს, საღამოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი ოკუპანტებისგან თავისუფალი იყო. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, განაცხადეს, რომ ქალაქებში დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობდნენ. გათავისუფლებული ქალაქ ბუჩას მერმა თქვა, რომ რუსული არმიის ერეთთვიანი ოკუპაციის შედეგად, 300 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს მოკლული. მსხვერპლის ნაწილი მასობრივ საფლავებში, ნაწილი კი, ქუჩებში იპოვეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ნაწილი ნაწამები და გაუპატიურებულია. დახოცილნი არიან უიარაღო ადამიანები, რომელთაც ხელები ქონდათ შეკრული.

რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები ასახულია ფოტო და ვიდეო-მასალაზე.


close დახურვა