logo
ENG



აშშ და ჩინეთი ტარიფების ორმხრივ შემცირებასა და AI-ის საკითხებზე შეთანხმდნენ

26 სექ 202616:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/26/33voijlfptipnvg.png

Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინსტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი და აშშ ტარიფების ორმხრივი შემცირების შესახებ შეთანხმდნენ.

ჩინეთმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების ორმხრივი შემცირების შესახებ და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე. შეთანხმება პრეზიდენტ სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის დროს მიღწეული რვაპუნქტიანი კონსენსუსის ფარგლებში შედგა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო საბჭოს შექმნაზე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა 2027 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდა, რათა მხარეებს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო მიეცეთ.

 


close დახურვა