logo
ENG



აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

13 სექ 202209:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/n43wtlahpz03aqt.jpg

აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო მდივანი უკვე ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრს. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სასაზღვრო ქალაქების მიმართულებით არტილერიის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. როგორც ერევანში ამბობენ, ცეცხლი გაუხსნეს ქალაქებს - გორისი, სოთქი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

"ჩვენი ქვედანაყოფების მიერ მიღებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად ამ აქტების დაუყოვნებლივ აღკვეთის მიზნით, მოხდა ბრძოლა", - ნათქვამია განცხადებაში.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ არის დანაკარგი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან.


close დახურვა