შეერთებული შტატები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1.7-მილიონი დოლარით ეხმარება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
უწყების ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფინანსური რესურსით ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევების გამოვლენაში, მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ტექნიკური ექსპერტების მომზადებაში, ლაბორატორიული სისტემების მომზადებაში, ასევე რისკების კომუნიკაციების გაძლიერებაში ეხმარება.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო შეერთებულმა შტატებმა 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით უზრუნველყო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის იყო გამოყოფილი. თითქმის 508 მილიონ დოლარიანი პაკეტი მთლიანობაში სხვა ქვეყნების დახმარებასაც ითვალისწინებს.