logo
ENG



აშშ თურქეთს მძიმე ეკონომიკური სანქციებით ემუქრება

13 ოქტ 201921:35
3 წუთის საკითხავი
 
by6ah5jp6fy9h2y.jpg

 

სირიის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქურთულ ქალაქებს თურქეთი აკონტროლებს.

ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, ქურთმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს. არეულობის ფონზე შესუსტდა იმ ბანაკებისა და საპატიმროების კონტროლი, სადაც ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები იმყოფებიან.

ინტენსიური ბრძოლის ფონზე ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ბანაკიდან ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 700-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. მათ შორის ძირითადად დაჯგუფების მებრძოლების ოჯახის წევრები არიან. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ნატოს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი. 

თურქეთი მკაცრად გავაფრთხილეთ რომ თუკი არ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის რელიგიური უმცირესობის დაცვასთან დაკავშირებით და არ მიხედავენ ისლამური სახელმწიფოს დაკავებულ წევრებს, ძალიან მკაცრს, მძიმე ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ,“ - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

იმედი მაქვს თურქეთი თავს შეიკავებს და იზრუნებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ სირიაში მის მიერ განხორციელებული ქმედებები პროპორციული იყოს.  უნდა გვახსოვდეს რომ ერთიანი ვართ საერთო მტრის, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აცხადებს სტოლტენბერგი.   

თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნები ხვალ ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. იქამდე კი ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთი და გერმანია ანკარაში იარაღის ექსპორტს შეწყვეტენ. მომხდართან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და ანგელა მერკელს შორის. დეტალებზე თურქეთის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა. 

ვუთხარი, ნახეთ თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო რას ამბობს-მეთქი. ნატოში მოკავშირეები ვართ თუ ალიანსში ტერორისტული ორგანიზაცია მიიღეთ და ჩვენ არ ვიცით? ძალიან უცნაური მიდგომაა,“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიდგომას სირიის საკითხისადმი მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში აპროტესტებენ. პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე თურქეთის დროშა დაწვეს. სამხედრო ძალის სირიიდან გაყვნის მოთხოვნით აქცია გაიმართა საბერძნეთის დედაქალაქშიც, სადაც მემარცხენე აქტივისტები ათენში, თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.  ათი ათასზე მეტი ადამიანია გამოსული  კიოლნის, მარსელის, ვაშინგტრონის და ბეირუთის  ქუჩებშიც.

 


close დახურვა