logo
ENG



აშშ იმიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს

21 აპრ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატები იმიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს. ამის  შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები თუ რას შეიძლება მოიცავდეს პრეზიდენტის განკარგულება და ვისზე და რა პერიოდით გავრცელდება.

„უხილავი მტრის შეტევის ფონზე და ასევე, ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მე  მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დროებით შეჩერდეს იმიგრაცია", - წერს დონალდ ტრამპი.


close დახურვა