ამერიკის შეერთებული შტატების სენატი კორონავირუსის გამო, ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. შესაბამისი კანონპროექტი, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური პეკინი პანდემიის მიზეზების დადგენაში გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, დონალდ ტრამპს უფლება ექნება ჩინეთს სანქციები დაუწესოს. გამოძიების ჩატარებისთვის ჩინეთმა შეერთებული შტატებს 60 დღის განმავლობაში ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე მოითხოვს ჩინეთს ხელისუფლებამ დახუროს ბაზრები, სადაც გარეულ ცხოველებს ყიდიან, ასევ გაათავისუფლებენ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტები.