logo
ENG



აშშ კორონავირუსის პანდემიის ახალი ცენტრი გახდა

27 მარ 202014:42
3 წუთის საკითხავი
clock 481

კორონავირუსის პანდემიის ახალი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატები გახდა. ქვეყანამ დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთსა და იტალიას გაუსწრო და ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე პირველ ადგილას გადაინაცვლა. შტატებში კოვიდ 19 უკვე 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, დაღუპულთა რიცხვმა კი ათას 300-ს გადააჭარბა.

მონაცემების მკვეთრ ცვლილებას დონალდ ტრამპი მასობრივი ტესტირების დაწყებას უკავშირებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეამოწმეს. პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ჩინელ კოლეგასაც. სი ძინპინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჩინეთის ლიდერმა ასევე უარყო ბრალდება, რომ ოფიციალურმა პეკინმა დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია გვიან გაასაჯაროვა. 


close დახურვა