logo
ENG



აშშ კორონავირუსის პანდემიისთვის ემზადება

19 მარ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიისთვის ემზადებიან. ფედერალური ხელისუფლება ელის, რომ დაავადება 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ავადმყოფების მისაღებად ასობით საავადმყოფოსთან ერთად საველე ჰოსპიტალებიც მოამზადეს. ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით იხურება სკოლები, მუშაობას წყვეტენ რესტორნები და ბარები, იკრძალება საჯარო შეკრება. რამდენიმე ქალაქის, მათ შორის სან-ფრანცისკოს მერმა მოსახლეობას თხოვა თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან.

ამასთან, შეერთებული შტატების სენატმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს და ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაუგზავნა. თავად პრეზიდენტმა თავდაცვის აქტი აამოქმედა, რომელიც საშუალებას აძლევს მთვრობას, სასუნთქი აპარატების, ნიღბების და სხვა აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება დააჩქაროს. კოვიდ-19 ქვეყნის მასშტაბით 9 300 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 149 გარდაიცვალა.


close დახურვა