ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიას სწავლობს, - ამის შესახებ განცხადებებს დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები აკეთებენ.
ამ თეორიის თანახმად კოვიდ-19 შესაძლოა, უხანის ბაზრის ნაცვლად, ქალაქში არსებული ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა, ნულოვანი პაციენტი კი, მისი თანამშრომელი გახდა.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ჩინეთი კოვიდ 19-ზე მუშაობით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი შესაძლებლობები ვირუსებთან ბრძოლაში შეერთებული შტატების პოტენციალს უთანაბრდება. ამერიკული ტელეარხი ასევე ირწმუნება, რომ უხანის ბაზარზე ღამურები საერთოდ არ იყიდებოდა და ეს ადგილი ჩინეთმა ლაბორატორიიდან ყურადღების გადატანის მიზნით გამოიყენა.