logo
ENG



აშშ მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ე.წ ფილტრაციის ცენტრების მუშაობა უკრაინაში

08 სექ 202200:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/3cn5we9a3wid995.jpg

აშშ მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ე.წ ფილტრაციის ცენტრების მუშაობა უკრაინაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვიცე სპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა: 

"აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევენ "ფილტრაციის" ოპერაციებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აკეთებენ უკრაინელთა სიებს, რომლებიც "ფილტრაციას" უნდა დაექვემდებარონ. მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს "ფილტრაციის ოპერაციები". 

რუსულ "ფილტრაციის ცენტრებში", რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 10 აგვისტოს ჩათვლით 1.6 მილიონი უკრაინელი მოხვდა. მათ აკავებენ, კითხავენ და არეგისტრირებენ - მათ უღებენ ფოტოებს, იღებენ მათი თითების ანაბეჭდებს, ინახავენ მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს. 

"ფილტრაციას" ის უკრაინელები ექვემდებარებიან, რომლებიც არიან ევაკუირებულნი ან თავიანთი ნებით დატოვეს საცხოვრებელი ადგილები იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ან ეს ტერიტორიები დროებით ოკუპირებული გახდა. ფილტრაციის შემდეგ მათ იძულებით რუსეთში ადეპორტებენ.

"ფილტრაციის ცენტრებში" ადამიანები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები არიან. მათ სცემენ, ზოგ შემთხვევაში კი დახვრეტითაც ემუქრებიან. 

"ფილტრაციის" საბაბით აკავებენ და იტაცებენ უკრაინის მოქალაქე კაცებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი დახოცვის და წამების მიზნით, ასევე, ზოგ მათგანს აგზავნიან ოკუპირებულ ყირიმში, რათა ისინი შემდგომში რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 


close დახურვა