შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს.
სახელმწიფო ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის თქმით, სანქციები ინდივიდებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს შეეხება, რომლებიც მუშაობენ სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე რუსეთის ომისთვის უკრაინაში.
მისივე თქმით, სანქციები 14 ფიზიკურ პირსა და 28 ორგანიზაციას დაუწესდება, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს. ასევე, მან აღნიშნა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
"ეს ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილია, ჩამოვშალოთ რუსეთის სამხედრო ოპერაციები და ჩამოვართვათ მას ძირითადი აღჭურვილობა სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გზით", - თქვა მან.
იელენმა უარი თქვა დეტალების გასაჯაროვებაზე და არ დაუკონკრეტებია, რომელ ტექნოლოგიებზე იქნება მიმართული სანქციები რუსული შესყიდვების შეწყვეტის მიზნით.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ ვაშინგტონი მჭიდროდ თანამშრომლობს "დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან რუსული ნავთობისთვის ფასების შემოღებაზე. მისი აზრით, ეს შეამცირებს მსოფლიო ენერგეტიკაზე აფსებსა და მოსკოვის შემოსავალს.
"რუსული ომის დასრულება მორალური იმპერატივია. და რჩება საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ გლობალურ ეკონომიკას", - დასძინა მან.