logo
ENG



აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

02 მარ 202206:43
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ცას კეტავს. ამის შესახებ მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ცის დაკეტვასთან დაკავშირებით, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იქნება და მის ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა განხორციელდება", - განაცხადა ბაიდენმა.

ევროკავშირის ქვეყნები და კანადამ რუსეთის ხომალდებს საჰაერო სივრცე უკრაინაში შეჭრის გამო დაუკეტეს.

"პუტინს შეუძლია ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ის ვერასდროს მოიპოვებს უკრაინელების სულსა და გულს", - თქვა ბაიდენმა.


close დახურვა