logo
ENG



აშშ რუსეთს დახმარების სახით სასუნთქ აპარატებს გადასცემს

22 მაი 202008:21
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები რუსეთს დახმარების სახით სასუნთქ აპარატებს გადასცემს. სამედიცინო ტვირთის პირველი პარტია, სადაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 50 აპარატი შედის, უკვე ჩავიდა მოსკოვში.

რუსეთში ამერიკის საელჩოს განცხადებით, დახმარების სახით მოსკოვს დამატებით 150 აპარატი გადაეცემა. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო ღირებულება კი თითქმის 6 მილიონი დოლარია. 

ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიცირებულების რაოდენობამ 317 ათასს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 3 099-ს შეადგენს. 


close დახურვა